Sunday, August 9, 2009

30.05.2009

პროექტის ციკლის მართვის უფასო კურსი კერძო სკოლის დირექტორებისთვის

CTC ატარებს პროექტის მართვის უფასო ტრენინგების ციკლს, რომელიც გამიზნულია არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის და სამთავრობო დაწესებულებებისათვის, საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის.

კურსები ტარდება გერმანული ორგანიზაცია CIWI GMbh და CTC- ის ერთობლივი პროექტის ფარგლებში.
პროექტი ფინანსდება GTZ-ის PPP (Public Private Partnership) პროგრამის მიერ.


მოკლე ინფორმაცია ტრენინგის შესახებ:
პროექტის ციკლის მართვა
http://www.ctc.org.ge/files/PCM_ge_td977284.pdf


ტრენინგი ჩატარდება 2009 წლის 9-14 ივლისს 9.30-13.30 სთ.

მონაწილეობის მსურველი კერძო სკოლის დირექტორები უნდა დაუკავშირდეთ ტრენინგ-კურსის ხელმძღვანელს პავლე თვალიაშვილს: pavle@ctc.org.ge და განაცხადოთ მონაწილეობის სურვილის შესახებ. ადგილები შეზღუდულია.

შესაბამისად ჯგუფი დაკომპლექტდება ელექტრონულ ფოსტაზე მოსული განაცხადების რიგითობის მიხედვით.

იმედი გვაქვს ტრენინგზე მიღებული ცოდნა პოზიტიურად წაადგება თქვენს საქმიანობას.

www.ctc.org.ge

Saturday, December 27, 2008

25.12.2008წ. სერტიფიკატების გადაცემა

დამთავრდა საქართველოს საჯარო სკოლების ისტ მენეჯერებისა და საგნის პედაგოგების ერთობლივი გადამზადების ტრენინგ-კურსი. განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დარბაზში მოხდა სერტიფიკატების გადაცემა იმ სერტიფიცირებული მონაწილეებისთვის, ვინც რეგისტრაციის სიები დროულად შეავსო და გამოთქვა სურვილი დასწრებოდა სერტიფიცირების გადაცემის ღონისძიებას.
სერტიფიკატების გადაცემა სხვა მონაწილეებისთვის გაგრძელდება 2009 წლის 20 იანვრიდან. ირმის ნახტომის ოფისში, ქალბატონ ნინო ბიგვავასთან. ტელ: 910550

!! 27 დეკემბრის მონაცემებით სამივე ნაკადის სერტიფიცირების სიებში შევიდა ცვლილებები. ხოლო რამდენიმე ადამიანს ”+” შეეცვალა ”-” ით.

!! 25 დეკემბრის მონაცემებით სამივე ნაკადის სერტიფიცირების სიებში თუ რამეს ნახავთ დასაზუსტებელს ან დაასრულებთ დარჩენილ სამუშაოებს, გთხოვთ შეეხმიანოთ თქვენს ტრენერს. ცვლილებების შეტანის ბოლო ვადაა 2008 წლის 30 დეკემბერი 16:00 სთ. ამ თარიღის შემდეგ სერტიფიცირების სიები აღარ შეიცვლება.

24.12.2008 წ გიწვევთ სერტიფიკატების გადაცემის ცერემონიალზე

სერტიფიკატების გადაცემა მოხდება განათლების სამინისტროს მთავარ შენობაში მე-2 სართულზე, დარბაზში.

ცერემონიალში მონაწილეობისთვის მოწვეულია ყველა ის მონაწილე, ვინც გაიარა რეგისტრაცია და ვისი ნომერიც ემთხვეოდა სერტიფიცირების სიაში პირად ნომერს.

გელით 25 დეკემებრს 14:45 საათზე. სიები გადაცემული იქნება საშვთა ბიუროში.

24.12.2008 წ გიწვევთ სერტიფიკატების გადაცემის ცერემონიალზე

სერტიფიკატების გადაცემა მოხდება განათლების სამინისტროს მთავარ შენობაში მე-2 სართულზე, დარბაზში.

ცერემონიალში მონაწილეობისთვის მოწვეულია ყველა ის მონაწილე, ვინც გაიარა რეგისტრაცია და ვისი ნომერიც ემთხვეოდა სერტიფიცირების სიაში პირად ნომერს.

გელით 25 დეკემებრს 14:45 საათზე. სიები გადაცემული იქნება საშვთა ბიუროში.

23.12.2008 წ სერტიფიკატების გადაცემა

GEARN და ფონდი ”ირმის ნახტომი” გაცნობებთ, რომ 25 დეკემბერს განათლების სამინისტროში ჩატარდება სერტიფიკატების პირველი გადაცემის ღონისძიება. დასწრების მსურველების რეგისტრაცია დამთავრდა!

სიაში მყოფი ადამიანების საშვები დაშვებული იქნება განათლების სამინისტროს მისაღებში (საშვთა ბიუროში).

სიუჟეტი ქუთაისიდან

24.12.2008წ შეგიძლიათ ნახოთ TV სიუჟეტი ქუთაისიდან საქართველოს საჯარო სკოლების ისტ მენეჯერებისა და საგნის პედაგოგების ერთობლივი გადამზადების ტრენინგ-კურსის შესახებ. დააწკაპეთ აქ

Tuesday, December 23, 2008

შეამოწმეთ I და II ნაკადის სერტიფიცირების სიები!!

ყურადღება,
შეამოწმეთ I და II ნაკადის სერტიფიცირების სიები!!

18.12.2008 წ. პირველი (ოქტომბრის) და მეორე (ნოემბრის) ნაკადის ტრენინგ–კურსის მონაწილეთა სერტიფიცირების შედეგები გამოქვეყნდა. პედაგოგებს, ვისაც გაინტერესებთ თქვენი შედეგები, გთხოვთ ყურადღებით იყოთ რომ აღმოჩენილი უზუსტობები (მაგალითად ის, რომ ტრენინგის შემდეგ თქვენ გააკეთეთ დავალებების ან გაცდენების აღდგენა) აღმოფხრათ თქვენს ტრენერთან ერთად.


გთხოვთ გადაამოწმოთ თქვენი და თქვენი კოლეგების მონაცემები სერტიფიცირების სიაში და უზუსტობის შემთხვევაში სიაში თქვენი ნომერი და დეტალები აცნობოთ თქვენს ტრენერს დაუყოვნებლად.