Saturday, December 27, 2008

25.12.2008წ. სერტიფიკატების გადაცემა

დამთავრდა საქართველოს საჯარო სკოლების ისტ მენეჯერებისა და საგნის პედაგოგების ერთობლივი გადამზადების ტრენინგ-კურსი. განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დარბაზში მოხდა სერტიფიკატების გადაცემა იმ სერტიფიცირებული მონაწილეებისთვის, ვინც რეგისტრაციის სიები დროულად შეავსო და გამოთქვა სურვილი დასწრებოდა სერტიფიცირების გადაცემის ღონისძიებას.
სერტიფიკატების გადაცემა სხვა მონაწილეებისთვის გაგრძელდება 2009 წლის 20 იანვრიდან. ირმის ნახტომის ოფისში, ქალბატონ ნინო ბიგვავასთან. ტელ: 910550

!! 27 დეკემბრის მონაცემებით სამივე ნაკადის სერტიფიცირების სიებში შევიდა ცვლილებები. ხოლო რამდენიმე ადამიანს ”+” შეეცვალა ”-” ით.

!! 25 დეკემბრის მონაცემებით სამივე ნაკადის სერტიფიცირების სიებში თუ რამეს ნახავთ დასაზუსტებელს ან დაასრულებთ დარჩენილ სამუშაოებს, გთხოვთ შეეხმიანოთ თქვენს ტრენერს. ცვლილებების შეტანის ბოლო ვადაა 2008 წლის 30 დეკემბერი 16:00 სთ. ამ თარიღის შემდეგ სერტიფიცირების სიები აღარ შეიცვლება.

No comments: