Saturday, October 4, 2008

საქართველოს საჯარო სკოლების ისტ მენეჯერებისა და საგნის პედაგოგების ერთობლივი გადამზადების პროექტი

საქართველოს საჯარო სკოლების ისტ მენეჯერებისა და საგნის პედაგოგების ერთობლივი გადამზადების პროექტი

საქართველოში 2008 წლის ოქტომბერში, ნოემბერსა და დეკემბერში განხორციელდება ისტ მენეჯერებისა და საგნის პედაგოგების გადამზადება საერთაშორისო ისტ სასწავლო პროექტების მართვის საკითხებში სპეციალურად შემუშავებული ტრენინგ-კურსის მიხედვით, რომელიც დაფუძნებულია საქართველოსა და საერთაშორისო დონეზე აპრობირებულ სასწავლო პროგრამებსა და ინსტრუმენტებზე: iEARN, I-Search, Web2.0…

ტრენინგ-პროგრამა 2008 წლის დეკემბრამდე იგეგმება თბილისის, რუსთავის, თელავის, გორის, ზუგდიდის, ქუთაისისა და ბათუმის საჯარო სკოლების ისტ მენეჯერებისა და საგნის პედაგოგებისათვის. მომავალი წლიდან განახლდება ანალოგიური ტრენინგების ორგანიზება სხვა რეგიონებშიც.

ამ ეტაპზე დაახლოებით 240 ისტ მენეჯერი და 480 პედაგოგი გადამზადდება.თითოეულ ჯგუფში მაქსიმუმ 12 მონაწილე იქნება.

ტრენინგს შეიძლება დაესწროს თითო სკოლიდან ერთი ისტ მენეჯერი და რომელიმე საგნის ორი მასწავლებელი, რომლებსაც აქვთ კომპიუტერთან მუშაობის ელემენტარული უნარ-ჩვევები.

კურსი სამი შაბათ-კვირა გაგრძელდება. კურსის წარმატებით გავლის შემდეგ მონაწილეებს ეცოდინებათ:
საგანმანათლებლო ისტ პროექტების სტრუქტურა iEARN პროექტების მაგალითზე;
ინტერნეტ-ფორუმებისა და ბლოგების ფორმატი;
საგანამანათლებლო ტექნიკა ”მე-ვიკვლევ” ბლოგების (web 2.0) გამოყენებისთვის.


ისინი შეძლებენ: გაუზიარონ გამოცდილება და დაეხმარონ კოლეგებს სხვადასხვა საგნის პედაგოგებს მარტივი ისტ პროექტების დაგეგმვასა და განხორციელებაში ფორუმებისა და ბლოგების მეშვეობით.

წარმატებულ მონაწილეებს გადაეცემათ კურსის დამთავრების სერტიფიკატი;

მოხდება განსაკუთრებით წარმატებული ისტ მენეჯერების დაჯილდოება ToT (ტრენინგი ტრენერებისთვის) კურსზე კვალიფიცირებულ საკონსულტაციო ორგანიზაციაში უფასოდ დასწრების ნებართვის მოწმობებით.

რეგისტრაციისთვის საჭიროა GEARN2000@gmail.com მისამართზე გამოაგზავნოთ ინფორმაცია:
- ქალაქი,
- სკოლის სრული სახელწოდება,
- ერთი ისტ მენეჯერისა და ორი სხვადასხვა საგნის მასწავლებლის

  • სახელი, გვარი;
  • საგანი, რომელსაც ასწავლიან;
  • საკონტაქტო ინფორმაცია;
  • დასტური, რომ 2-ვე პედაგოგს (!!) ნამდვილად შეუძლია კომპიტერზე მუშაობა.
დარეგისტრირებულ მონაწილეობის მსურველებს დავუკავშირდებით დეტალური ინფორმაციის გასაცნობად.

პირველი კურსი დაიწყება 4 ოქტომბერს.
მეორე კურსი დაიწყება 1 ნოემბერს.
მესამე კურსი დაიწყება 6 დეკემბერს.

პროექტის სამუშაო ჯგუფი:
ელ.ფოსტა: GEARN2000@gmail.com
ინფორმაციისთვის დარეკეთ: 899-989-545

1 comment:

ელენე ფირცხალავა said...

დიდი მადლობა ამ პროექტისათვის ყველას!
წარმატებებს გისურვებთ!
პატივისცემით,
ელენე
თბილისი, 52-ე საჯარო სკოოლა