Sunday, October 19, 2008

საქართველოს საჯარო სკოლების ისტ მენეჯერებისა და საგნის პედაგოგების ერთობლივი გადამზადების პროექტის ახალი ნაკადი

დაიწყო დეკემბრის ტრენინგ–კურსში მონაწილეობის მსურველი სკოლების რეგისტრაცია.
ტრენინგს შეიძლება დაესწროს თითო სკოლიდან ერთი ისტ მენეჯერი და რომელიმე საგნის ორი მასწავლებელი, რომლებსაც აქვთ კომპიუტერთან მუშაობის ელემენტარული უნარ-ჩვევები.

კურსი სამი შაბათ-კვირა გაგრძელდება. კურსის წარმატებით გავლის შემდეგ მონაწილეებს ეცოდინებათ:
საგანმანათლებლო ისტ პროექტების სტრუქტურა iEARN პროექტების მაგალითზე;
ინტერნეტ-ფორუმებისა და ბლოგების ფორმატი;
საგანამანათლებლო ტექნიკა ”მე-ვიკვლევ” ბლოგების (web 2.0) გამოყენებისთვის.


ისინი შეძლებენ: გაუზიარონ გამოცდილება და დაეხმარონ კოლეგებს სხვადასხვა საგნის პედაგოგებს მარტივი ისტ პროექტების დაგეგმვასა და განხორციელებაში ფორუმებისა და ბლოგების მეშვეობით.

წარმატებულ მონაწილეებს გადაეცემათ კურსის დამთავრების სერტიფიკატი;

მოხდება განსაკუთრებით წარმატებული ისტ მენეჯერების დაჯილდოება ToT (ტრენინგი ტრენერებისთვის) კურსზე კვალიფიცირებულ საკონსულტაციო ორგანიზაციაში უფასოდ დასწრების ნებართვის მოწმობებით.

რეგისტრაციისთვის საჭიროა GEARN2000@gmail.com მისამართზე გამოაგზავნოთ ინფორმაცია:
- ქალაქი, სკოლის სრული სახელწოდება,
- ერთი ისტ მენეჯერისა და ორი სხვადასხვა საგნის მასწავლებლის

* სახელი, გვარი;
* საგანი, რომელსაც ასწავლიან;
* საკონტაქტო ინფორმაცია;
* პირადი ელ ფოსტის მისამართი დარეგისტრირებული gmail-ში (არქონის შემთხვევაში უნდა დარეგიტრირდნენ ტრენინგის დაწყებამდე).
* სკოლის ხელმძღვანელის დასტური, რომ 2-ვე პედაგოგს (!!) ნამდვილად შეუძლია კომპიტერზე მუშაობა და იციან რა ტრენინგი უნდა გაიარონ.

დარეგისტრირებულ მონაწილეობის მსურველებს დავუკავშირდებით დეტალური ინფორმაციის გასაცნობად.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში 2008 წლის ოქტომბერში, ნოემბერსა და დეკემბერში განხორციელდება ისტ მენეჯერებისა და საგნის პედაგოგების გადამზადება საერთაშორისო ისტ სასწავლო პროექტების მართვის საკითხებში სპეციალურად შემუშავებული ტრენინგ-კურსის მიხედვით, რომელიც დაფუძნებულია საქართველოსა და საერთაშორისო დონეზე აპრობირებულ სასწავლო პროგრამებსა და ინსტრუმენტებზე: iEARN, I-Search, Web2.0…

დეტალური ინფორმაცია პროექტეის შესახებ იხილეთ ახალი ამბების განყოფილებაში.

No comments: