Monday, November 17, 2008

წიგნიერების ეროვნული კონფერენცია

6-7 დეკემბერს თბილისში ტარდება კონფერენცია ”კითხვა და წერა, როგორც სწავლის ფუნდამენტური უნარები”.
კონფერენცია ჩატარდება წმ. გიორგის საეროს სკოლის სააქტო დარბაზში. მისამართი: თბილისი, ჭავჭავაძის გამზ. 82

კონფერენციის ორგანიზატორები:

კონფერენციის მხარდამჭერები:

  • კითხვის საერთაშორისო ასოციაცა (International Reading Association)
  • IREX - საერთაშორისო კვლევისა და გაცვლების საბჭო

კონფერენციის აუდიტორია:

  • სკოლის მასწავლებლები (დაწყებითი და საბაზო/საშუალო საფეხურის)
  • საბავშვო ბაღის აღმზრდელები
  • განათლების ფაკულტეტის სტუდენტები
  • მენტორები და მაძიებლები
  • სკოლის/საბავშვო ბაღის ადმინისტრატორები
  • განათლების სფეროში მოქმედი ორგანიზაციების ლიდერები და ტრენერები
  • კონფერენციის მონაწილეები გაეცნობიან:

    • წიგნიერების განვითარების თანამედროვე მიმართულებებს საქართველოსა და მსოფლიოში;
    • კითხვის/წერის სწავლებისა და შეფასების ეფექტურ მეთოდებს;
    • სკოლისათვის საინტერესო ახალ საგანმანათლებლო პროგრამებს და რესურსებს;
    • წიგნიერებაზე ორიენტირებული სკოლის ძირითად მახასიათებლებს.

    კონფერენციის პროგრამა

    კონფერენციაში მონაწილეობისათვის საჭიროა წინასწარი რეგისტრირება. მონაწილეობის მიღება შეუძლია თითო სკოლიდან სამ წარმომადგენელს. გთხოვთ შეავსოთ და მოგვაწოდოთ სარეგისტრაციო ფორმა.

    აქვე გაცნობებთ, რომ სარეგისტრაციო ფორმის გამოგზავნის ბოლო ვადა გაგრძელებულია 1 დეკემბრის 18:00-მდე.

    ინფორმაციისათვის მოგვმართეთ ელექტრონულ მისამართზე: office@sfsa.org.ge ან ტელეფონით: 155566, 899279818, 897336686.

    5 comments:

    ხათუნა ციხელაშვილი said...

    მოგესალმებით,
    საინტერესო კონფერენცია.
    რამოდენიმე შეკითხვა მაქ:
    1. თუ შეიძლება მიუთითეთ მისამართი სადაც ჩატარდება კონფერენცია?
    2. რომელ ანგარიშზე უნდა გადმოვრიცხოთ კონფერებციაში მონაწილეობისათვის საჭირო თანხა?
    მადლობთ.

    Anonymous said...

    გამარჯობა! ძალიან დამაინტერესა ამ კონფერენციამ. ამჟამად ჩვენს სკოლაში არის ერთკვირიანი არდადეგები, შემიძლია თუ არა დამოუკიდებლად გავიარო რეგისტრაCია თუ ეს სკოლის დირექციის გადასაწყვეტია?

    GEARN said...

    გმადლობთ, რომ დაინტერესდით.
    დირექციასთან შეთანხმება ნამდვილად არ არის სავალდებულო. შეგიძლიათ დამოუკიდებლადაც გაიაროთ რეგისტრაცია. გარდა ამისა, ICT-GEARN ტრენერებისთვის რეგისტრაცია უფასოა.

    პაატა

    მედიაწიგნიერი said...

    მოგესალმებით,
    დამაინტერესდა კონფერენცია და გამოვაგზავნე სარეგისტრაციო ფორმა იმედია დაგვიანებული არ იქნება.
    პატივისცემით გორის #7 სკოლის ინფ.მენეჯერი თეა ხუროშვილი

    naiaendeladze said...

    153-ე საჯარო სკოლა ნაია ენდელაძე ხელოვნების მასწავლებელი, მე მინდა მოგახსენოთ რომ უკვე ვიყავი და ძალიან კმაყოფილიც დავრჩი.